Fshop

კატეგორიები

Ads 2

დახმარება

რეგისტრაცია:

  • დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“
  • გაეცანით საიტის პირობებს; თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ დასტურის ღილაკი და გადადით შემდეგ გვერდზე
  • ამ გვერდზე აფიქსირებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომლის ჩასწორება შემდგომში პროფილიდან შეგეძლებათ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ველის შევსება სავალდებულოა

ავტორიზაცია:

  • თუ დარეგისტრირებული მომხმარებელი ბრძანდებით, მხოლოდ ნიკისა და პაროლის შეყვანა მოგიწევთ, რომ გაიაროთ ავტორიზაცია
  • თუ პაროლი დაგავიწყდათ, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს „პაროლის აღდგენა“, შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია და ახალ „პაროლს“ სწორედ ამ მისამართზე მიიღებთ

მომხმარებლის კალათა:

  • მას შემდეგ, რაც სასურველ პროდუქტს კალათაში მოათავსებთ, იხილავთ ფასთა სრულ კალკულაციას
  • ამ გვერდზე საყურადღებოა „შიპინგის“ ცნება:
  • რას ნიშნავს „შიპინგი“?
    - „შიპინგი“ გახლავთ თქვენი შეკვეთის უცხოეთის ტერიტორიაზე გადაზიდვის გადასახადი კონკრეტული ინტერნეტ მაღაზიისთვის.
  • რატომ ემატება ის შეკვეთას ბოლოს და რატომ არ არის პროდუქციის ფასში გათვალისწინებული?
    - ვინაიდან, თქვენ შესაძლოა ერთი და იგივე უცხოური ინტერნეტ მაღაზიის რამდენიმე ნივთი შეიძინოთ და, ამ შემთხვევაში, აღარ მოგიწევთ ყოველ ერთეულზე დამატებითი ღირებულების ანუ „შიპინგის“ გადახდა - თქვენ ამ თანხას ერთჯერადად გადაიხდით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ხარჯებს.
  • ყველა საიტის პროდუქციას ემატება შიპინგი? 
    - არა, ზოგიერთი უცხოური საიტის შიდა გადაზიდვა უფასოა. შესაბამისად, თქვენს შეკვეთას „შიპინგი“ ამ საიტის პროდუქციაზე არ დაემატება.
  • რა შემთხვევაში თავისუფლდება შეკვეთა სავალდებულო შიპინგისგან? 
    - ზოგიერთი უცხოური ინტერნეტ მაღაზიის პროდუქციის გარკვეული რაოდენობით შეძენის შემთხვევაში, შეკვეთა თავისუფლდება „შიპინგის“ გადასახადისგან. ინფორმაცია ამის შესახებ მოცემულია კონკრეტული პროდუქციის გვერდზე.
  • შეკვეთის გასაკეთებლად უბრალოდ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შეკვეთა“

გადახდა:

  • თქვენ შეგიძლიათ შეკვეთის ღირებულება გადაიხადოთ შეკვეთის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში Fshop.ge - ის ანგარიშზე
  • გადახდის შემთხვევაში თქვენი შეკვეთა გაფორმდება
  • წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკვეთა გაუქმდება
  • გადახდისას უნდა მიუთითოთ შემკვეთის სახელი და გვარი და შეკვეთის ნომერი

შეკვეთები:

  • გადახდის დღიდან თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენი შეკვეთის სტატუსს, ამისათვის კი  „შეკვეთების“ გვერდი უნდა მოინახულოთ, რომლის ღილაკიც განთავსებულია საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში.
  • „შეკვეთების“ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მისი სტატუსი და მიღების სავარაუდო თარიღი შეკვეთის ნომრის შესაბამისად

შეკვეთის მიღება:

  • შეკვეთის მიღების ვადა განისაზღვრება 10-15 სამუშაო დღით გადახდის მომენტიდან
  • გამონაკლის შემთხვევებში, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეკვეთის მიღების მაქსიმალური ვადა შესაძლოა განისაზღვროს 4 კვირით
  • თქვენს შეკვეთას Fshop.ge - ის კურიერი მოგართმევთ სახლში სრულიად უფასოდ თბილისის ფარგლებში
  • თბილისის ფარგლებს გარეთ - შეთანხმებით.

პროფილი:

  • იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იხილოთ და შეცვალოთ, უნდა ეწვიოთ „პროფილის“ გვერდს
  • აქვე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ძველი პაროლი ახლით

ზომების ცხრილი:

  • საიტზე განთავსებულ ყველა პროდუქციას მითითებული აქვს შესაბამისი ზომების ცხრილი. გთხოვთ, შეძენამდე გაეცნოთ შესაბამის ცხრილს.
Pavi TCH
© 2010 FGROUP LTD Gibg