ბოტასები - სეზონის მოდური ტრენდი

ავტორი admin 18/05/2016 0 კომენტარი სილამაზე,

ბოტასები უკვე დიდი ხანია სპორტულად ფეხსაცმელად არ აღიქმება. ცნობილი მოდის ბრენდების კოლექციებშიც კი იხილავთ ამ მოდურ ტრენდს. არც ქართველი დიზაინერები ჩამორჩებიან მსოფლიო მოდას. Avtandil-ი და Mariam Gvasalia - ეს ის დიზაინერები არიან, რომელთა კოლექციებში აუცილებლად იხილავთ ამ მოდურ ტრენდს, ასე რომ, შეგიძლიათ დღესვე ესტუმროთ ქართველი დიზაინერების შოურუმებს თუ ბუტიკებს. რაც შეეხება BALENCIAGA-ს, CHRISTIAN LOUBOUTIN-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების Sneakers-ებს, ამისთვის ან დღესვე ბილეთი უნდა აიღოთ ევროპის ან ამერიკის მიმართულებით, ან ისეთ ონლაინ საიტებს მიმართოთ, როგორებიცაა: https://www.net-a-porter.com, როგორც იტყვიან the catch is worth trying.

 


ჰოლივუდი და ქუჩის მოდა სრულიად დაიპყრეს მოდურმა ბოტასებმა. დღეს, როდესაც ყველას სადღაც გვეჩქარება, მარტივია ყოველდღიური სპორტული "ლუქი" უცებ გლამურული გავხადოთ, ბოტასები და კაბა - ეს ხომ დღეს სუპერტრენდია.

 

წყარო: okmagazine.ge

პოპულარული
საკურიერო მომსახურება