2016 წლის ოთხი ყველაზე პოპულარული თმის ვარცხნილობა მამაკაცებისთვის

ავტორი admin 18/05/2016 0 კომენტარი

2016 წელს, მამაკაცებისთვის, თმის ახალი ვარცხნილობის შთაგონების წყარო 60-იანი წლები იქნება. 2015 წელს მამაკაცებში ტრენდად ქცეულ ვარცხნილობას, 2016 წელი მთლიანად შეცვლის და ის უფრო მეტად დახვეწილი, გამორჩეული და პოპულარული გახდება.

წარმოგიდგენთ, 2016 წლის ოთხ ყველაზე პოპულარულ თმის ვარცხნილობას: Quiffs-ს, Fades-ს, Buns-სა და Undercut-ს.

1.Quiffs 
ამერიკული ფსიქოდელიური ჯგუფის, Ducktails-ის სოლისტის თმის ვარცხნილობა, რომელსაც ყველაზე არასასურველ სტილად მიიჩნევდნენ, 2016 წლის ტრენდი ხდება. ეს არის თმის ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერი სახის ფორმას უხდება და მისი ცვლილება მარტივად შეიძლება. ისეთი მსოფლიო დონის ვარკვლავები როგორებიც არიან ჯასტინ ტიმბერლეიკი და დევიდ ბექჰემი დღემდე Quiff-ის ერთგულებად რჩებიან. იმისათვის, რომ ვარცხნილობის გაკეთება გაგიმარტივდეთ, დაგჭირდებათ Kérastase-ისა და laque-ის თმის სპრეი.

 


2.Fades
რაც დრო გადის, მამაკაცებში, კისრის მიდამოებში, თმის სიგრძე პოპულარობას უფრო მეტად კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ თმის დაბალ მოცულობას მაინც ინარჩუნებენ, სასურველი შედეგის მიღწევა სტილისტის დახმარების გარეშე მაინც რთულია. Fades-ის ერთგულ მომხმარებლებად დღემდე რჩებიან: ადამ ლევინი და ბრედ პიტი. იმისათვის, რომ Fades-ის ვარცხნილობა ყოველდღიურად თავად გაიკეთოთ, დაგჭირდებათ, Kevin Murphy’s Smooth-ის ჟელე.


3.Buns
თუ თმის შემოკლება და Fades-ის სტილზე გადასვლა არ გსურთ, არც ეს არის პრობლემა. არსებობს თმის ვარცხნილობა, რომელსაც Buns-ს ეძახიან და ის კეფაზე თმის კვანძის გაკეთებას გულიხსმობს. აღსანიშნავია, რომ ამ ტრენდის მატარებელი მამაკაცები, ყველაზე მეტ ყურადღებას ჩაცმის სტილს ანიჭებენ და ინდივიდუალური იმიჯის შექმნისთვის, არც დროს ხარჯავენ და არც ენერგიას. იმისათვის, რომ Buns-ის საუკეთესო შედეგი მიიღოთ, აუცილებლად დაიხმარეთ თმის უთო.


4.Undercut
ე.წ. Buns ვარცხნილობას, Undercut-ის ძმასაც უწოდებენ, ეს ორი ერთმანეთისგან მხოლოდ იმით, განსხვავდება, რომ Undercut-ს თმის კვანძი არ სჭირდება და ის უკან ან გვერდით გადაწეული გრძელი თმით გამოირჩევა, რომელიც სველის ეფექტს ტოვებს. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ Creative Cream Wax, რომელიც სასურველი ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ.

წყარო: okmagazine.ge

პოპულარული
საკურიერო მომსახურება