ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ მოდას

ავტორი admin 17/05/2018 0 კომენტარი

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომელთა დახმარების გარეშეც უბრალო შავი კაბა ვერასდროს გახდებოდა ყველა დროის ყველაზე მოდური სამოსი. ესენი არიან სელებრითები, ცნობილი და გავლენიანი ადამიანები, რომლებიც დიზაინერების ახალ კოლექციასთან ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოების ფართო მასების წინაშე და მათ გემოვნებაზე, ცხოვრების სტილზე და აზროვნებაზეც კი ახდენდნენ გავლენას.

მოდით, ვნახოთ ვინ არიან ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ვინც შექმნეს საკუთარი კულტი მოდის ინდუსტრიაში, და რომელთა სტილმაც რომელმაც დროს გაუძლო.

მერლინ მონრო

1940-1950-იანი წლების ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი, მერლინ მონრო, დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ქალად; მის სტილს კი დღემდე ვხვდებით წითელ ხალიჩასა თუ ქუჩაში. ამასთან ერთად, იგი იყო პირველი, ვინც მოდის ინდუსტრიაში სექსუალური გარეგნობა დაამკვიდრა. მაღალწელიანი საცურაო ბიკინიდან დაწყებული, თხელი, ფარფარა შიფონის თეთრი კაბით დამთავრებული, მან შექმნა ისეთი ლაქშერი ტრენდები და დატოვა ისეთი მემკვიდრეობა, რომელიც ჰოლივუდში დღემდე რჩება შთაგონების წყაროდ.

ოდრი ჰეპბერნი

„სადა შავი კაბის“ ხსენებისას წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს ულამაზესი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“. ოდრი იყო მთავარი მოდის სიმბოლო მისი მოღვაწეობის პერიოდში. იგი ქმნიდა დახვეწილ, ელეგანტურ ლუქებს, რომელმაც მერლინ მონროს შემდეგ კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინა მოდის ინდუსტრიაში. მისი მოკლედ შეჭრილი თმები, სქელი წარბები მალევე იქცა ტრენდად, რომელსაც ყველა ბაძავდა. მისი საყვარელი ლუქი იყო მაღალ წელიანი შარვალი, ზოლიანი მაისური, წელში გამოყვანილი კაბები, თავზე შემოხვეული მოსახვევი რაც დღესაც აქტუალურია. ოდრიმ დიდი გავლენა მოახდინა მის მეგობარ დიზაინერ უბერ დე ჟივენშიზე. სწორედ მისი დიზაინით იყო შექმნილი ცნობილი შავი კაბაც.

ტვიგი (ლესლი ჰორბნი)

ტვიგი - 1960-იანი წლების ინგლისელი მოდელი, მომღერალი, მსახიობი და მსოფლიოს პირველი სუპერმოდელია, რომელიც ცნობილი თავისი არაორდინალური გარეგნობით და ინდივიდუალური სილამაზით გახდა. მისმა დიდმა თვალებმა, გრძელმა წამწამებმა, მოკლე ვარცხნილობამ და თხელმა სახემ მალევე მიიქცია იმ დროის მსოფლიოს უმაღლესი კლასის დიზაინერების ყურადღება; მისი სტილი კი მრავალი ადამიანისთვის იქცა მოდის სიმბოლოდ. სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ იგი კვლავაც ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო მსოფლიო მოდაში. მან იპოზიორა დევიდ ბოუვის ერთ-ერთი ალბომის  Pin Ups გარეკანის ფოტოსთვისაც.

მადონა

მადონა მოდის პოპ დივაა, რომელმაც თავისი ექსტრაორდინალური გარეგნობით გავლენა მოახდინა არა მარტო იმ დროსი საზოგადოებაზე და მოდაზე, არამედ თანამედროვე სელებრითებზე, ისეთებზე როგორებიც არიან რიანა და ლედი გაგა. იგი ცნობილი 1980 წელს, სცენაზე პირველი გამოჩენისთანავე გახდა და თავი მუდმივად განახლებდი და ცვალებადი სტილით დაგვამახსოვრა. პირველად იგი მსმენელთა წინაშე ბადისებრი წინდებით, მაქმანის ბიუსჰალტერით, ღია ქერა თმით და მბზინავი სამკაულებით წარსდგა. ამის შემდეგ კი მან დაახლოებით 25-ჯერ შეიცვალა სტილი და გარეგნობა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი კონცერტები სულაც არ იქნებოდა ასეთი არაორდინალური, რომ არა მადონას ასეთი სტილი. 

პრინცესა დიანა

პრინცესა დიანა დღემდე უპირობოდ არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი არა მარტო ბრიტანული სამეფო კარის მოდაში, არამედ ზოგადად ამ ინდუსტრიაში. მან შექმნა დაუჯერებლად ელეგანტური და გლამურული ლუქები და იქცა მოდის სიმბოლოდ. იგი დასამახსოვრებელი გახდა თავისი მოკლე, ქერა თმით, მარგალიტის ყელსაბამით, ლურჯი ვილვეტის კაბით და დაღილული პიჯაკებით. მისი გავლენა ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ ქეით მიდლტონის ლუქებში. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ ლედი დის შექმნილი სტილი კვლავაც სასურველია და აქტუალობას დღესაც არ კარგავს.  

მიშელ ობამა

თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი, რომელმაც თავისი დახვეწილი სტილით დაგვამახსოვრა თავი და ისტორიაში ჩაიწერა, როგორც მოდის ინდუსტრიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, არის ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა. მისი ლუქი მდიდარია ფერებით, დახვეწილი, კლასიკური დეტალებით. იგი ყოველთვის ცდილობს საკუტარი გარეგნობა მოარგოს გარემოს, ჩაჯდეს იმ ხასიათში, რა ღონისძიებაზეც იმყოფება. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქით წარსდგა ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. მიშელს ხასხასა წითელი სიფონის კაბა ეცვა, რაც მის პატრიოტიზმს უსვამდა ხაზს. მისელ ობამას სტილი შეგვიძლია შევადაროთ ამერიკის ყოფილი პირველი ლედის ჯეკი კენედის სტილს, თუმცა ვერ უარვყობთ მის ინდივიდუალიზმს, რომელიც მრავალი ადამიანისთვის გახდა მისაბაძი.  

 

პოპულარული
საკურიერო მომსახურება