გახდი Affiliate პარტნიორი

თუ გაქვს მოქმედი საიტი მაღალი რეიტინგით და ბევრი ვიზიტორით, მაშინ შეგიძლია გაეცნო ჩვენს შემოთავაზებას:


ეფშოპი გთავაზობს აფილიეტ მარკეტინგის საუკეთესო შესაძლებლობას (აფილიეტ მარკეტინგი არის პროცესი, როდესაც იღებ საკომისიოს (პროდუქტის ფასის გარკვეულ პროცენტს) სხვისი პროდუქციის შენს საიტზე ან გვერდზე განთავსებით და/ან გაყიდვით).

შენ შეგიძლია გაზარდო შენი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ იმით, რომ შენს ბლოგზე, საიტზე თუ ფეისბუქ-გვერდზე განათავსო ეფშოპის ან კონკრეტული პროდუქტის ბანერი სპეციალური ლინკით. ამ სპეციალური ლინკის საშუალებით ეფშოპი ითვლის შენს მიერ შემოყვანილი ვიზიტორების და მათი შეკვეთების რაოდენობას და შესაბამისად, ყოველთვიურად გიხდის გაყიდვების სოლიდურ პროცენტს.

როგორ გახდე ეფშოპის აფილიეტ მარკეტერი?


  •          უკავშირდები ეფშოპის წარმომადგენელს, რომელსაც გააცნობ შენს საიტს, ბლოგს ან ფეისბუქ გვერდს და შეთანხმდებით პროცენტის ოდენობაზე
  •          ეფშოპის წარმომადგენელი გაძლევს სპეციალურ ლინკს და ბანერს, რომელსაც განათავსებ შენს საიტზე, ბლოგზე ან ფეისბუქ გვერდზე
  •          ეფშოპი ყოველი კვირის ბოლოს მოგაწვდის რეპორტს შენი ბანერის აქტივობის სტატისტკაზე, ხოლო ოთხი კვირის შემდეგ გირიცხავს კუთვნილ პროცენტს
  •          პროცენტის ოდენობა დამოკიდებულია შენი საიტის აქტიურობაზე, თუ რამდენი ვიზიტორი ყავს გვერდს და როგორია მათი ინტერესები
  •          შენი საიტიდან გადმოსული ვიზიტორის ნებისმიერი აქტივობა ეფშოპის საიტზე ინახება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ პროდუქციას შეიძენს კონკრეტული ვიზიტორი, რადგან ეფშოპი ამ შემთხვევაშიც პროცენტის იმავე რაოდენობას გირიცხავს
  •          კვირის და თვის რეპორტი ითვლება ეფშოპის აფილიეტ პროგრამით და ამავე პროგრამის მიხედვით ხდება ანგარიშსწორება
       ეფშოპის აფილიეტ პროგრამა აპრობირებულია და შენს მიერ გადმოყვანილი ვიზიტორის დაკარგვა შეუძლებელია.

      

დაინტერესებისა თუ კითხვების შემთხვევაში შეგიძლია დაგვიკავშირდე:  032 2 00 47 47  ან მოგვწერო: affiliate@fshop.ge