დემნა გვასალია და ბალენსიაგა

ავტორი admin 10/03/2018 0 კომენტარი

DEMNA GVASALIA - ქართველი დიზაინერი და BALENCIAGA       



 ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურ თემად იქცა დემნა  გვასალია,ქართველი  დიზაინერი და ბალენსიაგა, 

თანამედროვე მოდის გამორჩეული და უცნაური ფეხსაცმელი. მოგეხსენებათდემნა გვასალია ქართველი მოდის დიზაინერიარომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანტვერპის სამეფო აკადემია დაამთვრა და კარიერა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton დაუკავშირა.  
 ამჟამად ის Balenciaga შემოქმედებითი დირექტორი და  
VETEMENTS-
ის მთავარი დიზაინერია.  



 

Demna Gvasalia

 დემნას თავისი სტილის აღმოსაჩენად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. გვასალია  წავიდა ანტვერპენში, ანტვერპის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი იყო დემნას შესთავაზა მამაკაცების ტანსაცმლის დიზაინერობა, როდესაც ის ჯერ კიდევ სწავლობდა. ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდის შემდეგ, შექმნა ქალთა ტანსაცმლის კოლექცია. დემნას პირველი პრეზენტაციის ნახვა, როგორც პირდაპირ, ასევე შოურუმში იყო შესაძლებელი,  თუმცა კოლექციის ყიდვა შეუძლებელი იყო. ამ პროექტის მეშვეობით დემნა პარიზში Maison Margiela-ში მოხვდა, საიდანაც დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში.


         
                   


  სამი წლის შემდეგ გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis Vuitton-სგან, და დაუყონებლივ დათანხმდა. მყისიერი პასუხის მიზეზი გახდლათ, ის რომ იმ პერიოდისთვის ის მუშაობდა მარკ ჯეიკობსთან ერთად ბრენდზე, რომლის კოცეფცია და სტილი დემნასთვის გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო. 

 



 

მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. ინდუსტრიაში იმედგაცრუებულმა დემნამ თავის მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა 
Vetements
 (ფრანგულად „ტანსაცმელი“), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვის მსოფლიოსთვის გაზიარება.
Vetements სწრაფად აიტაცა ხალხმა, ის იყო სრულიად უცხო და მარგინალური, ამ მოდის ხაზმა, დაამსხვრია არსებული მოდის
კანონები. სინამდვილეში მისი გუნდი , განსხვავებით სხვა მოდის სახლებისგან, მეტად პრაქტიკულად ფიქრობდა. მათი მოტივი
იყო ის, რომ ტანსაცმელი, რომელიც სხვადასხვა შოუზე გამოჰქონდათ გაყიდულიყო კიდეც მაღაზიებში. დიზაინერის ნამუშევრები
არის შეძლებისდაგვარად რეალისტური და სატარებლად კომფორტული.

 

 

2015 წლის ოქტომბერში დემნა დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად. ამით თავად დემნაც საკმაოდ გაკვირვებული იყო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს პოსტი მას Vetements-ის წარმატებულმა ჩვენებებმა მოუტანა, რომლის კოლექციები მოჩვენებითი უბრალოების პრინციპით იქმნება, და რომლის მიღმაც კარგად მოფიქრებული თარგები და ხარისხიანი მასალა იმალება. Vetements-ის სახელი გახმაურდა მაშინ, როდესაც მისმა ჯგუფმა ჩვენება მოაწყო ჩინურ რესტორანში Le Président-ში, შემდეგი ჩვენება გაიმართა პარიზის ერთ-ერთი კვარტლის მარეს გეი კლუბში - Le Dépôt. მარტში გუნდმა კიდევ გააკვირვა საზოგადოება ამერიკის საკათედრო გამზირზე გამართული ჩვენებით, სადაც სტუმრები დაბალ სკამებზე ისხდნენ.

 ამ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ დემნა გვასალიამ წარადგინა თავისი პირველი კოლექცია Balenciaga-სთვის. ექსპერტთა აზრი გაიყო - ზოგი აცხადებდა, რომ კოლექციამ სრული მარცხი განიცადა, ზოგიც კი პირიქით წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. აუდიტორია კი ერთ აზრზე იდგა, რომ ჩვენება იყო ძლიერი და სწორი, სწორედ დემნა გვასალიას ძალისხმევით, რომელმაც განახორციელა ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის - გააუმჯობესა თანამედროვე კლასიკა მოცულობისა და გაბედული ტანსაცმლის წყალობით. ხაზი აღმოჩნდა შემოქმედებითი და ახალი, ნაკლებად გიჟური და ნაკლებად საიდუმლო, Vetements-ისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ადაპტირებული, იმასთან, რაც აცვიათ რეალურ ცხოვრებაში, როგორც, ეჭვის გარეშე, თავად კრისტობალ ბალენსიაგა შეაფასებდა.​2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.

 

 

 


დაათვალიერეთ დემნა გვასალიას ბალენსიაგას ფეხსაცმლის რამდენიმე მოდელი.

 




 
საკვანძო სიტყვები: ბალენსიაგა დემნა გვასალია
პოპულარული
საკურიერო მომსახურება